დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით ,ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმება. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს, იმას,რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს.

დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვოrnსამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს.

ერთი ამერიკული ოჯახის თვალით დანახული არაორდინალური ბრძოლა კაცობრიობის მომავლისათვის.rn რეი ფერიე ცოლს გაშორებული ექიმი და არც თუ ისე იდეალური მამაა. ყოფილი მეუღლე მას შვილებს, რობისა და რეიჩელს დაუტოვებს.ამ დროს, უცნაური და ძალიან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება.

როდესაც მწვანე უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას შემოესევიან, მათი შემოსვლა სულაც არ აღმოჩნდება მშვიდობიანი ამ კომედიაში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს მიუძღვნეს.