როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. დედა კი შვილის სიკვდილის შემდეგ სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი ხდება.
ლეგენდარული როკ ჯგუფის ქვინის ისტორია და წამყვანი მომღერალი ფრედი მერკურის ცხოვრება.
ნამდვილი ისტორია პატიოსან ნიუ-იორკელ პოლიციელზე, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხილებს, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანგები მის წინააღმდეგ აამხედროს.
ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას. და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები.
რონი და რეჯი კრეის, ინგლისის ყველაზე ცნობილი უკანონოების ნამდვილი ისტორია. გაზრდილი დედის ხელით, რომელიც არ ცნობდა ძალას, გარდა შიშის ძალისა, ძმებმა კრეი შექმნეს ძალადობის ტანდემი, ეჯიბრებოდნენ სისხლისღვრასა და წამებაში სიმდიდრისა და ძალაუფლების მისაღწევად. მაგრამ მათი ოცნებები ფსიქოზისა და წარმოუდგენელი სისასტიკის კოშმარად გადაიქცა.