მოვლენები 1989 წლის ფილმის –მოჩვენებებზე მონადირეები 2-ის– ფინალიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითრდება. სიუჟეტის ცენტრში მარტოხელა-დედა კელი და მისი ახალგაზრდა შვილები ფიბი და ტრევორი აღმოჩნდებიან, რომლებიც ოკლაჰომას შტატის ქალაქ სამერველში მდებარე ძველ ფერმაში გადავლენ საცხოვრებლად, რომელიც კელიმ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, რომელსაც ის კარგად არც კი იცნობდა. პაპის შესახებ მეტი ინფორმაცის გაგებით გატაცებული, ახალგაზრდა და-ძმა ახლად შეძენილ საკუთრებას იკვლევენ და მოულოდნელად 80-იანი წლების მოჩვენებებზე მონადირეების ლეგენდარული გუნდის კუთვნილ მანქანას და მათ აღჭურვილობას იპოვიან. იმავდროულად, ქალაქს პარანორმალური ძალების მიერ გამოწვეული იდუმალი მიწისძვრების სერია შეარყევს.
ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!
ერაყის ომის ვეტერანი სამხედროების ჯგუფი ცდილობს სახელის დაბრუნებას, მას შემდეგ რაც კრიმინალურ გაუგებრობაში ჩათრეულები აღმოჩნდებიან.
სანამ ზოუი მის იდეალურ მამაკაცს ეძებს იგი გადაწყვეტს რომ ჯერ ბავშვი გააჩინოს. მაგრამ იმავე დღეს როდესაც ის ხელოვნურ განაყოფიერებას გაიკეთებს, იგი სტენს შეხვდება, რომელიც სწორედ იმ ადამიანს ჰგავს,რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ელოდებოდა. ახლა ზოუიმ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააერთიანოს მისი ორი ოცნება.
ძველი მეგობრები და ამავე დროს საქმიანი პარტნიორები მოულოდნელად აღმოჩნდნენ უჩვეულო სიტუაციაში. მათ მოუწევთ ორი ექვსი წლის ტყუპი გოგონას აღზრდა. გარდა საოჯახო ყოველდღიური საქმეებისა მათ ბავშვები საზაფხულო ბანაკში უნდა წაიყვანონ დასასვენებლად. იქ კი ტყუპები და მათი მეურვეები მკაცრი რაზმის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდებიან.