ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან,სახელად მარლი.

ერთადერთი, ვინც ბარონ მიუნჰაუზენზე სრული სიმართლე იცის, თვითონ ბარონია. ლეგენდარული გმირი თავისი დაუჯერებელი თავგადასავლების ისტორიას გვიყვება. ნუთუ ის მართლა გაფრინდა ზარბაზნიდან გასროლილი ბირთვით, შეებრძოლა სამთავიან გრიფონს, იმოგზაურა მთვარეზე, დაინახა ზღვის ნიჟარიდან ამომავალი შიშველი ვენერა და, ბოლოს და ბოლოს, თვით სიკვდილს შეხვდა პირისპირ? ამის დაჯერება შეუძლებელია... მაგრამ ნუთუ სახელგანთქმულ მიუნჰაუზენს მოტყუება შეუძლია?

ბავშვობაში ელამ ფერიისგან უჩვეულო „საჩუქარი“ მიიღო – მორჩილება. ახლა მას არ შეუძლია უარი თქვას არც ერთ მოთხოვნაზე და მითითებაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი. მომწიფების შემდეგ, ელა მიდის მზაკვრული ლუსინდას საძიებლად, რათა თავი დააღწიოს შელოცვას. ვისაც გზაში შეხვდება: ელფები, ორკები და გიგანტები. და როგორ აჯობებ მათ ასეთი თვისების მქონე?