ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.

ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.

ქვრივი დედა და მისი ვაჟი იცვლებიან, როცა მისტიური უცნობი შედის მათ ცხოვრებაში.

ერთხელ,ექიმი ვატსონი მკურნალობდა ინსპექტორს სკოტლანდ იარდიდან. ის პაციენტს არა მხოლოდ დაავადებაზე ესაუბრებოდა, არამედ მის სამუშაოზეც. ფაქტების მოსმენის შემდეგ ის დაეხმარა ინსპექტორს მკვლელის პოვნაში.

მელანი პარკერი არქიტექტორი და სემის დედაა, ჯეკ ტაილორი გაზეთის ჟურნალისტი და მეგის მამა. ორივენი მეუღლეებს გაცილებულები არიან. ერთ მშვენიერ დილას ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, მაშინ როდესაც ჯეკს მეგის დაუტოვებენ და მას დაავიწყდება, რომ ბავშვი სკოლაში მისაყვანად მელანის უნდა ჩააბაროს. საბოლოოდ გამოვა, რომ ორივე ბავშვი დააგვიანებს სკოლის ექსკურსიაზე და მშობლებთან დარჩება...

სენატორობის კანდიდატს სასტუმროს დამლაგებელი შეუყვარდება,როცა მას მდიდარი ქალბატონის კაბაში გამოწყობილს იხილავს.

როუზი ტელეპროდიუსერად მუშაობს და ახალგაზრდა ლამაზმანების გარემოცვაში სულ უფრო ნერვიულობს თავის ასაკის და წარუმატებელი ქორწინების გამო. მაგრამ მის ცხოვრებაში საოცრება ხდება, ის შეხვდება მამაკაცს, რომელის საკმაოდ პატარა ასაკის მიუხედავად, დაეხმარება მას არა მარტო სიყვარულის გრძნობის ახალ აღმოჩენაში, არამედ თავის თავის დაჯერებას. ადამი, მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქალის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ამ დროს როუზის ქალიშვილს თავისი პირველი სიყვარული ეწვევა.