რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
მოიპარეს ფასდაუდებელი ინდური ფიგურა და მასთან ერთად განძის მფლობელის, მშვენიერი აგნესის ქალიშვილი. გოგონას საქმრო ადრიანი მიემართება გამტაცებლების დევნაში. მას წარმოდგენაც არ აქვს, რა განსაცდელები ელის წინ...
საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.
ქსავიე უკვე 30 წლისაა. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ მას ისევ გზაზე ვპოულობთ: პარიზს, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ის უთვალავ სასიყვარულო თავგადასავალს გადის თავისი ქალური იდეალის საძიებლად
ბარბარა პოპულარული მწერალია, რომლის წიგნიც, "ჯანდაბას სიყვარული" ფემინისტების მანიფესტად იქცა. არანაკლებ პოპულარული ჟურნალისტი, კეტჩერ ბლოკი მიზნად ისახავს, შეცვალოს მისი შეხედულებები სიყვარულზე.