ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

ალექს ფოლი ბევერლი ჰილსში ბრუნდება. ამჯერად იგი მეგობარ პოლიციელებს მეტად უცნაური ძარცვის საქმის ძიებაში ეხმარება.

მოქმედება ხდება ლოს ანჯელესში, გამოგონილ სამყაროში, სადაც არა მარტო უმაღლესი ტექნოლოგიები, არამედ მაგიაც ბატონობს. ქალაქში ადამიანების გვერდით ცხოვრობენ ელფები და სხვა მაგიური არსებები. მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში მუშაობს, მას ევალება ისეთი საქმეების გამოძიება, რომელშიც მაგიური ძალებია გარეული.