15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მოვლენები კოლუმბიის მთებში დამალუ ადგილას, სახელწოდებით “ენკანტო”-ში ვითარდება – ჯადოსნური სამყარო, რომელშიც საოცრებები ხდება. და სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და ენკანტოს დაღუპვისგან გადარჩენა…

კოსმოსურ მეგაპოლისში გენიალური მეცნიერი, დოქტორ ტენმა ცხოვრობს. თავისი დაღუპული შვილის სახსოვრად, მან რობოტი-ბიჭუნა შექმნა, რომელსაც ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები და სუპერგმირის ზებუნებრივი ძალები აქვს. ასტრო ბიჭუნას გული დაწყდა როდესაც გაიგო, რომ ნამდვილი ადამიანი არაა. მაგრამ ამასობაში ის სამხედრო დამნაშავეთა ინტერესის სფეროში მოექცა, რომლებსაც პატარა რობოტის ძალის გამოყენება სურთ დედამიწის დაპყრობაში.

ღმერთად დაბადებულ და ადამიანად აღზრდილ პერსევსს არ ძალუძს საკუთარი ოჯახი, შურისმაძიებელი მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესისგან დაიცვას. რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, პერსევსი მოხალისედ მიდის, რათა ჰადესის დამარცხების სახიფათო მისიას უხელმძღვანელოს, სანამ ჰადესი ზევსის ძალას არ დაპატრონებია და დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ მოუწყვია. უწმინდურ დემონებთან და საშინელ მხეცებთან ბრძოლაში პერსევსი და მისი მეომრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ პერსევსი ღმერთის ძალას მიიღებს, ბედისწერას არ შეეპუება და საკუთარ ბედს თვითონვე შექმნის.