სატვირთო მანქანის მძღოლი ჯეკ ბარტონი მეგობარის თხოვნით აეროპორტში მიდის მისი საცოლის დასახვედრად. მას არც კი წარმოედგინა, რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში ჩაბმა მოუწევდა. მეგობრის საცოლეს აქვს ზურმუხტისფერი თვალები, ამის გამო მისი ცოლად შერთვა უკვდავ ლო პანს აქვს გადაწყვეტილი.

აშშ-ს ელიტის დივერსიული სპეცრაზმის გენერალი ფრენსის ჰუმელი თავის საუკეთესო ქვეშევრდომებთან ერთად იპარავს სასიკვდილო გაზის რაკეტებს. შემდეგ კი ის ტურისტებს მძევლად აიყვანს ყოფილ ალკატრასის ციხეში. ფრენსისი FBI-ს დირექტორს ანგარიშზე 100 მილიონი დოლარის გადარიცხვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სან-ფრანცისკოს სარაკეტო შეტევას განახორციელებს.

ბრიუს ბანერი, ტრაგიკული წარსულის მქონე მეცნიერი-გენეტიკოსი, საკუთარი შეცდომის მსხვერპლი ხდება და მრისხანების დროს მძვინვარე მწვანე მხეცად იქცევა.