ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

კორდებალეტისკენ მიმავალი გზა ბროდვეის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე იწყება, სადაც რეჟისორი და ქორეოგრაფი ზაკი ახალგაზრდა მოცეკვავეებს არჩევენ. მათგან ერთ–ერთი ბროდვეის ახალ საბალეტო შოუში რვა ადგილიდან ერთს დაიკავებს. მღელვარება მატულობს, როდესაც 16 პრეტენდენტი რჩება... ახლა კონკურსანტებს საკუთარი თავის შესახებ მოუწევთ საუბარი.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.