1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს

მდიდართა სახლში გამოჩნდება უცნაური სტუმარი. ის რიგრიგობით სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს ოჯახის ყველა წევრთან- ვაჟთან, ქალიშვილთან, დედასთან, მამასთან და მსახურთან. სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება საფუძვლიანად ინგრევა.

ალენი, ახალგაზრდა მხატვარი, გატაცებული გახდა ევათ, მდიდარი სამხატვრო გალერეის მფლობელით. მოულოდნელად მასთან სტუმრად მოდის ძველი მეგობარი და საყვარელი თადეუსი, რომელიც შიდსით კვდება. თანდათან ევა აღმოაჩენს სიმართლეს მათი წარსულის შესახებ...