სიყვარული და ოცნებები დაყვებიან ორ მსახიობს ოცდაათი წლის განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისი. ომ პრახაშ მახიჯა – ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ეპიზოდიურ როლებს თამაშობს ბოლივუდში. ომის ამბიციაა – კინოს ვარსკვლავი გახდეს. მისი მეგობარი პაპუ და დედა ბელა მას მხარს უჭერენ ამაში...
ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.
ფილმში აღწერილია 365 დღე 30 წლის ინგლისელი ქალის ცხოვრებიდან. დროის ამ პერიოდში მან მოასწ რო 30 კილოგრამით გასუქება და შემდეგ 29 კილოთი დაკლება , აგრეთვე 200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა რამოდენიმე მამაკაცთან.
გარფი და უეინი ახალგაზრდა ცუდი ბიჭები არიან, ახალგაზრდული სატელევიზიო პროგრამის უეინის სამყაროს ავტორები და წამყვანები. წარმატებულმა ბიზნესმენმა, შემთხვევით ნახა ამ ნახევრად სამოყვარულო ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის შოუ, მიხვდა, რომ მას შეეძლო ფულის გამომუშავება. ის მათთან დებს მტაცებლურ კონტრაქტს, მაგრამ ბიჭები ვერ აგრძელებენ წმინდა კომერციას. საქმე კონფლიქტში გადაიზარდა და შემდეგ ბიზნესმენმა თვალი ადევს მშვენიერ როკ მომღერალ კასანდრას, რომლის მიმართაც უეინი ძალიან მიკერძოებულია. ბიჭები ინიციატივას საკუთარ ხელში იღებენ.
ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.
რობერტა კერძო განცხადებების დათვალიერებისას გაზეთში იპოვის მოკლე შეტყობინებას – 'უიმედოდ ვეძებ სიუზენს'.მისი ცნობისმოყვარეობა გაიღვიძებს და იმ გოგონას ნახვის სურვილი უჩნდება, რომელსაც ასე მოდნომებით ეძებენ. რობერტა შეხვედრის ადგილას წავა. ნამდვილ სიუზენს მკვლელი დასდევს. რობერტას მოუწევს ბოროტმოქმედთან შეხვედრა.