ჯოან უაილდერი პოპულარული ბესტსელერების ავტორია. მწერალი კოლუმბიიდან დისგან გზავნილს მიიღებს. ამ დროს სატელეფონო ზარი გაისმის, რომელიც ადასტურებს ყველაზე საშინელ აზრებს - მას ატყობინებენ, რომ მისი და გატაცებულია, სანაცვლად ამ გზავნილის დაბრუნებას ითხოვენ. ჯოანი ყველაფერს ტოვებს და დის გადასარჩენად მიფრინავს. მის მოკვლას ცდილობენ და მხოლოდ ჯეკ კოლტონის ჩარევა გადაარჩენს ქალს დაღუპვისგან. წინ მათ ექსტრემალური და სასიყვარულო თავგადასავალი ელით ჯუნგლებში.

ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა.