ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

დიდი ხანია, რაც ჯამპანო თავს ერთი და იგივე ნომრის დემონსტრირებით ირჩენს - ის კუნთების დაჭიმვის ძალით წყვიტავს მკერდზე შემოხვეულ ჯაჭვს. მას არც სიკეთის გრძნობა აქვს და არც იუმორის, ამიტომაც ვერ იტანს ბაგირზე მოსიარულე მატოს. ერთხელაც ჯამპანო ღარიბულ სოფელში დამხმარედ მონა-ქალს ყიდულობს.

ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.

ახალგაზრდა პაკისტანელი ალიზე ძალიან ნიჭიერია და უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ლიტერატურულ და მუსიკალურ სფეროებში. მას ჰყავს შეყვარებული ალი, რომელიც ასევე მისი კოლეგა და მეგობარია. მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქალიშვილის ამ ბიჭთან ახლო ურთიერთობას: მათ სურთ, რომ ალიზა მდიდარ კაცზე დაქორწინდეს. მშობლებთან მორიგი დიდი ჩხუბის შემდეგ, გოგონა აწყობს თავის ნივთებს და ფარულად მიფრინავს ლონდონში.