უდიდესი დეპრესიის დროს, ბევრი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე - სამუშაოს, სახსრების გარეშე. და არანაირი მომავლის იმედით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოდნენ და გარშემო მყოფთ მაგალითს აძლევდნენ თავისი საქციელით. ჯეიმს ბრედოკი ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.
ეს ფილმი არის მშვენიერი მაგალითი თუ როგორ უნდა შეურაცხყო ერის ეროვნული ფასეულობები, მთელი გადამღები ჯგუფი გულმოდგინედ ცდილობდა რაც შეიძლება ძალიან დაემცირებინათ და დაეკნინებინათ ქართული მენტალობა, კულტურა და ღირებულებები, მოვიდა ვიღაც ვიგინდარა - დააჟვა ჩვენს ხელოვნებას, ჩაიჯიბა ფულები და წავიდა... ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა რო ამაში ჩვენ - ქართველები ვუწყობთ ხელს... თუ ჩემი შეფასება არ გჯერათ უყურეთ ფილმს და შეაფასეთ ობიექტურად, მიუკერძოებლად...
ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.