ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონი უბრალოდ მოიქცა: თავიდან მოწინააღმდეგეს მოგების უფლება მისცა, შემდეგ ფსონები გაბერა და ფაქტიურად ტყავამდე გაშიშვლდა მეტოქეს. ნიუ-იორკში ლეგენდარული დუელი გაიმართა: ედი ფელსონი მინესოტას მსუქან მამაკაცს დაუპირისპირდა.

ცისფერი უფსკრული მოგვითხრობს ორი მამაკაცის მეგობრობაზე, მათ ვნებაზე ოკეანის და დაივინგის მიმართ.

მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.

შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...