ახალგაზრდა ბიჭი სახელად ალი, ადრე გატაცებული იყო პროფესიონალური კრივით. მაგრამ მისი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა და ის დაადგა დანაშაულის საშიშ გზას რის შედეგად, ის აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე და მოხვდა ციხეში… ჰაზალი - ახალგაზრდა, ლამაზი მიმზიდველი გოგონაა. ალის და ჰაზალის გზები ერთხელ გადაიკვეთა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.

ორმოცი წლის ანტონი ბრუნდება მშობლიურ დანიაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა აფრიკის ლტოლვილთა ბანაკში. ხანგრძლივი წლები სხვისი მწუხარების შუაგულში ასწავლიდა მას არასოდეს უპასუხა ძალადობას ძალადობით. მაშინაც კი, როდესაც ადგილობრივი ავტომექანიკოსი ანტონს უმიზეზოდ სცემს, ის აკავებს ბრაზს. როგორც ჩანს, კონფლიქტი მოგვარებულია, მაგრამ შემდეგ მისი ვაჟი ელიასი მეგობარ კრისტიანთან ერთად გადაწყვეტენ მამის შურისძიებას.

ათწლიანი განშორების შემდეგ ბრუნო, მომო, ლეონი და ალენი იკრიბებიან სამშობიარო სახლის მოსაცდელ ოთახში. მოსალოდნელი ბავშვის მამა, მათი საუკეთესო მეგობარი, დაბადებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა დოზის გადაჭარბების გამო. მეგობრები იხსენებენ თინეიჯერობის დღეებს, სიხარულს, ოცნებებს, სულელურ ხუმრობებს. ხუთი მთავარი გმირის წარსულში ხდება სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდის ფრანგი ახალგაზრდობის აღწერა.

ახალგაზრდა გოგონა მეგან რიდი ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილი პოლიციელია, რომელიც რეაბილიტაციის კურსს გადის და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. “ანონიმური ალკოჰოლიკების” პროგრამაში მისი “სპონსორი” სახელად ლიზა მას მორგში, სადაც თავად მედდად მუშაობს, ღამის მორიგედ აწყობს. პირველივე ღამის ცვალში მორგში იდუმალი ახალგაზრდა გოგონას გვამი მოაქვთ, რომელსაც ძალადობრივი ნიშნები აღენიშნება. სხეულზე საშინელი დაზიანებები იმაზე მიანიშნებს, რომ ის სასტიკად აწამეს. მორგში მარტო მყოფ მთავარ გმირს მალე საზარელი ხილვები ეწყება, მეგანი ეჭვობს, რომ გოგონას გარდაცვლილი სხეული შეიძლება დაუნდობელ დემონურ ძალას ფლობდეს…