ტულიო და მიგელი ,ამ სრულმეტრაჟიანი მულტფილმის გმირები, ცდილობენ ფულის იოლი გზით მოპოვებას.მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ ფული თავად მიდის მათთან. გმირებს ძალიან გაუმართლათ,რადგან იპოვეს საიდუმლო რუკა, რომელზეც ოქროს ქალაქი ელ დორადოა მითითებული.

რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.

სენატორობის კანდიდატს სასტუმროს დამლაგებელი შეუყვარდება,როცა მას მდიდარი ქალბატონის კაბაში გამოწყობილს იხილავს.

ტედი არის მომხიბვლელი დამნაშავე ნიუ-იორკიდან, რომელსაც მოულოდნელად პრობლემების ზღვა აწყდება. ის დარწმუნებულია, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ავსტრალიაში გაქცევაა. და მართლაც, ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც წარმოუდგენელი თავგადასავალი. მაგრამ, როგორც ჩანს, წარსულში დარჩენილი უსიამოვნებები დიდ უბედურებად იქცევა, როგორც კი ის გზად მომხიბვლელ მაცდუნებელ ენჯის შეხვდება.