ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

ახალგაზრდა, იმპულსური როზეტა ალკოჰოლიკ დედასთან ერთად ცხოვრობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამსახური იშოვნოს.

მაროკოს უდაბნოში მოგზაურ დაქორწინებულ წყვილს თავს ტრაგედია დაატყდება და ეს ამბავი ოთხი სხვადასხვა ოჯახის ისტორიაში გადაიკვეთება.

ფილმში მოქმედება პრაღაში ვითარდება, 1991 წელს ხდება. სადაზღვეო კომპანიის აგენტი - ფრანც კაფკა, წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწევა. ის სამუშაოს კარგად და დაკვირვებით ასრულებს. წერს მხოლოდ "საკუთარი თავისთვის".