1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს

დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.

ტომას სევიჯის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ვესტერნი, ძმების ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე. ორივე მათგანმა ცოტა ხნის წინ მემკვიდრეობით მიიღეს მონტანას ხეობაში მდებარე უდიდესი რანჩო. მაგრამ ძმების ურთიერთობა სწრაფად ნადგურდება, როდესაც ჯორჯი ქვრივ როუზზე ფარულად დაქორწინდება. შედეგად, გაბრაზებული ფილ ქორწინების გასანადგურებლად დაუნდობელ ომს იწყებს, და ამაში ის როუზის შვილს პიტერს პაიკის სახით იყენებს.

ნიმფომანი ჯოს ისტორიის გაგრძელება, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო მძაფრი ეროტიკული თავგადასავლებით.

წყვილი, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის, სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადის. ამ წუთიდან ახალგაზრდების ცხოვრებაში კოშმარული მოვლენები ხდება.

გეი ცხოვრება ლონდონში, რა შეიძლება იყოს უფრო საინტერესო და ბანალური? გეი ქორწინებები და ჰომოფობია, პროსტიტუცია, ოჯახური ურთიერთობები, ღალატი და გრძნობები. შავი და თეთრი, უფროსი და ახალგაზრდა. დიდი და პატარა პრობლემები, სიცოცხლე და სიკვდილი - ეს ფილმი მხოლოდ ლონდონის ცხოვრების დღენახევრის ანარეკლია.

პირველკურსელი ბრაიანი ფლეშ დრაივზე აღმოაჩენს სექსუალური შინაარსის უცნაურ ვიდეოებს. ცდილობს გაარკვიოს რა დაემართა ლეპტოპის წინა მფლობელს, ის გაიგებს საშინელ საიდუმლოს.