შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. სიყვარულია.
დიანა, ვენერა და იუნია - სამი ლამაზმანი და, ბედმა დიდი ხნით დააშორა ერთმანეთს. მაგრამ როდესაც მათი მამა იღუპება, ისინი ერთიანდებიან შურის საძიებლად.
1984 წლის ზაფხული. ერიკ ჰანტერი, რომელიც ახლახან შევიდა სკოლის ბოლო კლასში, იწყებს საკუთარი თავისთვის ახალი სამყაროს შესწავლას. მას უხერხულია მისი მიზიდულობა ბიჭების მიმართ, მაგრამ გრძნობს, რომ მალე რაღაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში...
თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი განწყობა იცვლება. მათ ესმით, რომ შეიძლება ვერასოდეს დააღწიონ თავი ამ გრანდიოზული სილამაზის ხაფანგიდან.