ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის გოგონა სოფი მოხუცებული ქალის სხეულში ჩაამწყვდია. ადამიანის ძებნისას, ვისაც მისთვის ჩვეულებრივი გარეგნობის დაბრუნება შეუძლია, სოფი გაიცნობს ჯადოქარ ჰაულს და მის დემონს კალციფერს. კალციფერმა უნდა ემსახუროს ხალს გარიგების თანახმად, რომლის პირობებს ის ვერ ამბობს. გოგონა და დემონი გადაწყვეტენ დაეხმარონ ერთმანეთს.
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა. მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.