ახალგაზრდა არისტოკრატის, პოლ ატრეიდესის შესახებ, რომელიც სამყაროში ყველაზე საშიშ პლანეტა- არაკისში მიდის, რათა მისი ოჯახის და მისი ხალხის მომავალი უზრუნველყოს. არაკისში უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, რომელიც კოსმოსურ ხომალდს კომპიუტერების დახმარების გარეშე კოსმოსური სივრცის გადალახვაში ეხმარება. ატრეიდესი და მისი ოჯახი იმპერატორის ბრძანებით პლანეტის მართვის უფლებას მიიღებენ, მაგრამ მალე ჰარკონენების ჯარების მიერ თავდასხმის შედეგად თითქმის ყველა დაიღუპება. მხოლოდ პოლი და მისი დედა გადარჩება, რომლებიც უდაბნოში დაიმალებიან, სადაც ატრეიდესი უდაბნოს ხალხის – ფრემენების საზოგადოების წევრი გახდება. ფრემენები ხვდებიან, რომ ახალგაზრდა გმირი რჩეულია, და პოლს, ჰარკონენების და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ. სანამ ბოროტი ძალები რესურსებში ყველაზე ფასეული – საქონლის გამო კონფლიქტში შედიან, რომელსაც კაცობრიობის უდიდესი პოტენციალის გამოვლენა შეუძლია – გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი შისების დამარცხებას შეძლებს.
ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტი ქალი ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტებთან ერთად მონაწილეობს მექსიკური კარტელის ბოსის დევნის ოპერაციაში. აგენტები მექსიკაში გადადიან , ხვდებიან ტერიტორიაზე სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს, სუფევს ძალადობა და სრული ქაოსი.
ამ ზაფხულს ყველა წესი ირღვევა. მარაუდების ჯგუფი გადაწყვეტს, რომ ყოველწლიური განკითხვის დღე არ უნდა დასრულდეს დილის დადგომით, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით. სხვა არავინ იქნება დაცული.