ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.

ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა... და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად.