განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.
ჰუმბერტ ჰუმბერტი, განქორწინებული ბრიტანელი ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. აქ იგი თავს უფლებას აძლევს რომანი გააბას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ბინის მეპატრონე ქვრივთან, შარლოტა ჰეიზთან. ჰუმბერტი შარლოტაზე დაქორწინდება, რადგან მას უიმედოდ შეუყვარდება შარლოტას 14 წლის ქალიშვილი ლოლიტა...
ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!
შრეკი და ფიონა თაფლობის თვიდან ბრუნდებიან და იპოვიან ფიონას მშობლების წერილს სადილზე მიწვევით. თუმცა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი ქალიშვილიც ოგი გახდა! ვირთან ერთად ბედნიერი წყვილი მიდის სიურპრიზებით სავსე მოგზაურობაში და ხვდება მოვლენების ციკლში, რომლის დროსაც ისინი ბევრ მეგობარს იძენენ..
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.