რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.

სკოლის მოსწავლე, 13 წლის ფრანგ გოგონას, სახელად ვიკის შეუყვარდება თავისი თანაკლასელი. ცეკვები, წვეულებები, პირველი კოცნა, შეხვედრები და განოშრებები, ჩხუბები და შერიგებები. მშობლების ცხოვრებაში კი ასევე უამრავი თავგადასავალია, და არა მარტო საკუთარი ქალიშვილის გამო.

ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.