პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც კორუბცია და უკანონობა მეფობს, ცხრა ახალგაზრდა, ამბიციური სამურაი ცდილობს წესრიგი დაამყაროს. მოულოდნელად მათ არსაიდან მოსული სამურაი ეხმარება, რომელიც სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.

ციხიდან გამოსვლის წინ ცნობილ დამნაშავეს კორეს ერთერთი მცველი აძლევს "ინფორმაციას" მოდური საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად. განთავისუფლებული კორე მიემგზავრება პარიზში, გზაში კი ის გადაარჩენს გაქცეულ ბანდიტ ფოგელს. ორი დამნაშავე, ორი მარტოხელა მგელი იქცევიან ერთგულ მეგობრებად.

სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.