ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, კონტრაბანდისტი ხდება. მენდე კი მეთევზეა. სიერა-ლეონეში 1998 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ამ მამაკაცებს ორი სანუკვარი მიზანი აერთიანებთ: იპოვნონ უდიდესი ღირებულების, იშვიათი, ვარდისფერი ალმასი და დაიხსნან მეთევზის შვილი, ბიჭ-ჯარისკაცად გაწვეული სასტიკ მეამბოხეთა ჯარში, რომელიც წამებითა და სისხლისღვრით დაღავს ქვეყანას.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს აფრიკელი მონების დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ, რომლებიც თავს დაესხმევიან და დაიპყრობენ მონებით მოვაჭრეთა გემს „ამისტადს“ და სამშობლოში დაბრუნებას ეცდებიან. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ხომალდს დაიბრუნებს, მონებს აშშ–ში გადააგზავნიან, სადაც ისინი ციხეში მოხვდებიან მკვლელობის ბრალდებით. დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ამერიკული სამართლის საფუძვლებს შეეხება და მთელი ერის ყურადღებას მიიპყრობს. მონებისთვის კი ეს თავიანთი თავისუფლებისა და უფლებებისთვის ბრძოლაა...

კოსმოსური ხომალდის აფეთქების შემდეგ ასტრონავტი ლეო დევიდსონი აღმოჩნდება მისტიურ პლანეტაზე, სადაც მაიმუნები პრიმიტიული ადამიანების რასაზე ბატონობენ.