ფილმში აღწერილია 365 დღე 30 წლის ინგლისელი ქალის ცხოვრებიდან. დროის ამ პერიოდში მან მოასწ რო 30 კილოგრამით გასუქება და შემდეგ 29 კილოთი დაკლება , აგრეთვე 200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა რამოდენიმე მამაკაცთან.

კორდებალეტისკენ მიმავალი გზა ბროდვეის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე იწყება, სადაც რეჟისორი და ქორეოგრაფი ზაკი ახალგაზრდა მოცეკვავეებს არჩევენ. მათგან ერთ–ერთი ბროდვეის ახალ საბალეტო შოუში რვა ადგილიდან ერთს დაიკავებს. მღელვარება მატულობს, როდესაც 16 პრეტენდენტი რჩება... ახლა კონკურსანტებს საკუთარი თავის შესახებ მოუწევთ საუბარი.