უძრავი ქონების კლერკი, მარიონ ქრეინი დიდი ფულის გატაცების გამო პოლიციას ემალება. ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, ყველასთვის ცნობილ "ბეითს მოტელს" აფარებს თავს. საზიზღარი მენეჯერი ნორმან ბეითსი სახლში გამოკეტილ დედას უვლის. ეს ადგილი უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ჩანს... სანამ მარიონი შხაპის მიღებას არ გადაწყვეტს.

მოტეხილი ფეხის გამო ინვალიდის ეტლზე მიბმული ფოტოჟურნალისტი მოწყენილობისგან უყურებს საკუთარ სახლში მცხოვრებ მეზობლებს, რომელთა ფანჯრები ეზოს გადაჰყურებს. მუდმივი მეთვალყურეობა მიჰყავს მას იმ აზრამდე, რომ ერთ-ერთი მეზობელი საეჭვოდ იქცევა.

როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.

აგატა კრისტის რომანის ერთერთი პირველი ეკრანიზაცია საუკეთესო კინოვარსკვლავების მონაწილეობოთ. მოქმედება ხდება 30-იან წლებში. ერკიულ პუარო და ყველა ეჭვმიტანილი, მატარებელში იმყოფება. მაყურებელი, გამომძიებელთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.

კომედია მოუსვენარ მიცვალებულზე, რომელიც უამრავ პრობლემებს უქმნის გარშემომყოფ მეზობლებს ქალაქ ახალ ინგლისში. ადამიანი მოკლეს და რა თქმა უნდა მეზობლები უკმაყოფილონი არიან. ჰიჩკოკმა ამ ფილმით შექმნა მისთვის არადამახასიათებელი ჟანრის ბრწყინვალე კომედია.