წყვილი ნიკოლ და ჟან-მარი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ფლობენ ქიმწმენდას და მრავალი წლის განმავლობაში არიან ჩაძირულნი თავიანთი ოჯახური ბიზნესის ზრუნვაში. თავისუფლების, ბედნიერების, სიხარულის სურვილებს სამუშაო დილიდან საღამომდე თრგუნავს. შემთხვევითი შეხვედრა სტუმრად მყოფ კომიკოსებთან, რომლებიც ადგილობრივ კაბარეში ორაზროვან ნომრებს ასრულებენ, მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სრულიად განსხვავებული სამყარო მათთვის მიმზიდველად გამოიყურება. ისინი ემორჩილებიან ცნობისმოყვარეობას და იწყება თამაში, რომელსაც მივყავართ ტრაგედიამდე.

ლუფთჰანზას სტიუარდის ისტორია, რომელიც შიდსით დაავადდა მეძავთან რიო-დე-ჟანეიროში. სტიუარდი ხვდება რეჟისორს, რომელიც გადაწყვეტს, რომ კარგი იდეა იქნებოდა მისი მოგზაურობის გადაღება რიოში ლათინური ამერიკის ქვეყანაში მყოფი მტაცებლის მოსაძებნად. მოგზაურობაში მას თან ახლავს ოპერატორი, რომელიც ამ ფილმს იღებს. ბორდელების მონახულება, ბინძური ქალაქის ბნელი ღამის ატმოსფერო, მიწისქვეშა, სადაც ყველაფერს ყიდულობენ და ყიდიან.