დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .

კარან კაპური მუშაობს ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში კარიკატურისტად. მარტივად რომ ვთქვათ, ის ხატავს კომიქსებს. ყველაზე პოპულარული პერსონაჟებია ჰუმ ტუმი, რომელიც ჩნდება მის გაზეთის სვეტში. რატომ ჰუმ ტუმ (მე და შენ)? იმიტომ რომ ასე ხედავს დაყოფილ სამყაროს. არ არსებობს ქვეყნები, არ არსებობს რელიგიები, მხოლოდ ორი პრობლემაა - ბიჭები და გოგოები. ის პირველად ამსტერდამში შეხვდა რეა პრაკაშს. ყველაფერზე კამათობდნენ. მათი მეგობრობის დასამაგრებლად მან საკუთარ თავს უდანაშაულო კოცნის უფლება მისცა, მაგრამ რეამ მათი შეხვედრა ცუდი ნოტით დაასრულა. ექვსი თვის შემდეგ დუეტი კვლავ შეხვდა ნიუ-იორკის პარკში და რეას ამსტერდამის კოცნა არ დავიწყებია!

სურათის მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების ინგლისის ფუნდუკში. ამ ფილმში რეჟისორმა ითამაშა "ჩესერის" როლი, ის არის ერთ-ერთი მსმენელი ოთხი ნოველის, რომელსაც ყვებიან მგზავრები.

დონალდი და სონი სამსახურების დაკარგვის შემდეგ ერთ კაფეში ყავას სვამენ, სადაც მძარცველი ჯეკი შევარდება. ისინი მას განაიარაღებენ და ნამდვილი გმირები გახდებიან. ჯეკი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ მოკვლას განიზრახავს. დონალდსა და სონის ნადმვილი გადარჩენის სკოლა აქვთ გასავლელი , რათა ჯეკს გადაურჩნენ.