ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარია ტერორისტული შემოტევის ფონი. ფილმი ჰყვება ასაკში შესული ფრანგი კაცის ამბავს, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენჯერმე ჩაშლის კაცის რომანტიკულ და სექსუალურ სურვილებს.

ორი მარტოსული - ფრენკი და ჯონი ერთმანეთს პატარა კაფეში შეხვდნენ. აქ ფრენკი ოფიციანტად მუშაობს ხოლო ჯონს მზარეულად აიყვანენ მას შემდეგ, რაც ის თვრამეტ თვეს გაატარებს ციხეში, ჩეკის გაყალბების გამო. ჯონი გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას ფრენკის მიმართ, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინია კიდევ ერთხელ არ შეცდეს.

ისტორია წყვილზე, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო და რომელთა ცხოვრების გზები სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში იკვეთება. მათ არამარტო უნდა გაეცნოთ, არამედ უნდა გადაერჩინათ ერთმანეთი.