პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.

1920იანი წლებში ლოს-ანჯელესის მიდამოებში, ჰოსპიტალში, დაშავებული კასკადიორი როი იწყებს პატარა გოგონასთვის ფანტასტიკური ამბის მოყოლას 5 მითიურ გმირზე. მისი ტრავმირებული ფსიქიკის და გოგონას ცხადი წარმოსახვის შედეგად, ხაზი რეალობასა და როის მონაყოლს შორის თანდათან ქრება.

ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.

1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.

ფილმი გადაღებულია ედვარდ ფოსტერის რომანზე დაფუძნებული სანტა რამი რაუს პიესების მიხედვით. ეს შესანიშნავი რეჟისორის დევიდ ლინის ბოლო ნამუშევარია. მხატვრულ ფილმში მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში ხდება. ახალგაზრდა ინდოელი ექიმი დაპატიჟებს ინგლისელ ტურისტებს გამოქვაბულების სანახავად მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასიამოვნოს მათ და დაათვალიერებინოს ნამდვილი ინდოეთის თვალთწარმტაცი პეიზაჟები. ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგო დაადანაშაულებს მას გაუპატიურების მცდელობაში. ექიმს დააპატიმრებენ. სიმართლის დამტკიცება არც თუ ისე ადვილია, იმ სიტუაციაში, როცა ინდოელი ექიმის წინაამღდეგ მთელი ბრიტანული კოლონიალური სისტემაა, სადაც სიტყვა "ველურს" არანაირი წონადობა არ აქვს სიტყვა "თეთრკანიანთან".

მოვლენები 1924 წელს ინგლისში ვითარდება და ახალგაზრდა მოახლის ჯეინ ფეირჩაილდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დედის დღეს მარტო აღმოჩნდება სახლში. მისი დამსაქმებლები, მისტერ და მისის ნეივენები, წავიდნენ, და ახლა მას აქვს იშვიათი შანსი გაატაროს უდარდელი დღე თავის საიდუმლო შეყვარებულთან პოლთან, რომელიც ჯენის დიდი ხნის საყვარელია, მიუხედავად იმისა, რომ პოლი ბავშვობის მეგობარსა და მისი მშობლების მეგობრების ქალიშვილზეა დანიშნული. მაგრამ მოვლენები, რომელთა წინასწარმეტყველება არავის შეუძლია, სამუდამოდ შეცვალოს ჯეინის ცხოვრების მიმდინარეობა.