მსოფლიოში არსებობს სამი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი ძალაუფლება გააჩნია – რუსეთის პრეზიდენტი, აშშ–ს პრეზიდენტი და ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომლის ბორტზე სასიკვდილო ბირთვული იარაღია. მაგრამ ნებისმიერი ომის დროს არსებობს მომენტები, როდესაც ბრძანების შესრულებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული, მაშინ კაპიტანის ხელშია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მაქს მანუსი ოც წელზე ოდნავ მეტის იყო. იგი ნორვეგიის არმიის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ჯარიკაცი გახდა. ომი მისი ცხოვრება გახდა, მან ომის დროს იპოვა სიყვარული და დაკარგა საუკეთესო მეგობრები.