პარიზში დასასვენებლად ჩასულ ამერიკელ გოგონას ტრეფიკინგის დაჯგუფება გაიტაცებს. გოგონას მამა, ყოფილი ჯაშუში, თავს არ ზოგავს შვილის დროულად დასახსნელად. როგორც სჩანს, ის ვეღარ მუშაობს ისევე კარგად როგორც ადრე და შესაძლოა თავი ვერ გაართვას ამ ამოცანას.

ნიკ კასავეტესის 2002 წლის ფილმი, მთავარ როლში დენზელ ვაშინგტონით. დენზელი ასრულებს ჯონ ქუინსი არჩიბალდის როლს, რომლის ვაჟს მძიმე დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, ბიჭს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ოპერაციას დაზღვევა ვერ ფარავს, ჯონი მძევალს აიყვანს და ითხოვს შვილი დონორთა სიაში ჩასვან.

ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.

ორი სუპერაგენტი წინა საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის პრეზიდენტს გრანტს ბოროტი გამგონებელისაგან ლავლეისისაგან გადაარჩენენ. აგენტები აღჭურვილი არიან ტექნოლოგიური სიახლეებით.