ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.

1920იანი წლებში ლოს-ანჯელესის მიდამოებში, ჰოსპიტალში, დაშავებული კასკადიორი როი იწყებს პატარა გოგონასთვის ფანტასტიკური ამბის მოყოლას 5 მითიურ გმირზე. მისი ტრავმირებული ფსიქიკის და გოგონას ცხადი წარმოსახვის შედეგად, ხაზი რეალობასა და როის მონაყოლს შორის თანდათან ქრება.

ანგელოზები არ ცხოვრობენ სამოთხეში. ისინი უხილავად იმყოფებიან ადამიანების გვერდით, უსმენენ მათ აზრებს და წარმართავენ მათ ქმედებებს, ამხნევებენ და ამშვიდებენ სასოწარკვეთის მომენტებში. მაგრამ მათთვის არ არსებობს ადამიანური გრძნობების სამყარო: შავი ყავის გემო, მოჭრილი თითის ტკივილი თუ სიყვარული. ამიტომ, ზოგიერთ მათგანს ისე ეპყრობა ხალხი, ხანდახან ანგელოზი ფრთებს კარგავს და უბრალო მოკვდავად იქცევა. რა ბედი ეწევა ფილმის გმირს, რომელიც ქალის სიყვარულმა დედამიწაზე წაიყვანა.

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.

ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!