განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.

სეულის შუაგულში, მდინარე ჰანში უზარმაზარი მონსტრი გამოჩნდა. მაყურებლებისგან დამფრთხალი ცხოველი ნაპირზე აიჭრა და დიდი არეულობა გამოიწვია. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი პატარა გოგონა ხენ სო აღმოჩნდა.