ჯერი მაგუაერი სპორტული აგენტია, რომელსაც სააგენტოდან გაანთავისუფლებენ ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო. ის გადაწყვიტავს საკუთარი ფირმა შექმნას. მხოლოდ ორ ადამიანს სჯერა მისი - მასზე შეყვარებულ დოროთისა და როდ ტიდველს. ყველაფერი კარგად იქნებოდა , რომ არა მისი ყოფილი კოლეგები. რაც მთავარია ჯერიმ იცის, თუ ის წააგებს შემდეგ ფეხზე დადგომა ძალიან ძნელი იქნება და ის დათმობას არ აპირებს.

ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა.

სემი თავის ეგოცენტრიულ დედინაცვალთან ფიონასთან და მის ბოროტი ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას უფრო როგორც მოახლეს აღიქვავენ, ვიდრე ოჯახის წევრად. მაგრამ ერთ მოულოდნელ შემთხვევას კონკიას ცხოვრებაში ცვლილები შემოაქვს: ინტერნეტით ის მომხიბვლელ პრინს გაიცნობს. როდესაც აღმოჩნდება, რომ მის თაყვანისმცემელი - სკოლის საფეხბურთო გუნდის წამყვანი დამცველია, სემი რეალურ ცხოვრებაში გარბის გადასარჩენად მანამ, სანამ შუაღამე შესრულდება მაგრამ მას თავის მობილური ტელეფონი რჩება. უარის შიშით ოსტინის მხრიდან, სემი ყველანაირად ეწინააღმდეგება ბიჭის მცდელობას გაიგოს ვინ არის სინამდვილეში მისი პრინცესა. კონკიას ბედი ხელთააქვს!

1925 წელი. დოჯ კონელი - ფეხბურთელთა კაპიტანია, რომელიც ცდილობს თავისი გუნდი მთელს ამერიკაში გახადოს ცნობილი. იმ დროს, როდესაც გუნდი სპონსორს კარგავს და ლიგაც დაშლის პირასაა, დოჯი ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავს ითანხმებს, რომ მის გუნდს შეუერთდეს. დოჯი დარწმუნებულია, რომ ამით მთელი ქვეყნის ყურადღებას მიიქცევს. ასე ჩნდება გუნდში კარტერ რეზერფორდი.