ომარი ჰომოსექსუალი პაკისტანელი ბიჭია, ის ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ის თავის მეგობარ ჯონისთან ერთად გადაწყვეტს ბინძური ფულით სამრეცხაო გახსნას.

ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.

ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.