1921 წელს დიდმა გერმანელმა რეჟისორმა ფ.ვ.მარნაუმ გადაიღო ერთერთი ცნობილი და ყველაზე საშინელი საშინელებათა ფილმი "ნოსფერატუ". მაყურებლებს შიშისაგან სისხლი ეყინებოდათ, როდესაც ისინი ხედავდნენ ეკრანზე ცბიერი ვამპირის–გრაფ ორლოკის სილუეტს. მაგრამ მალევე მათი შიში ორჯერ უფრო გაიზარდა, როდესაც გავრცელდა ჭორები, რომ ფილმში ნამდვილმა ვამპირმა ითამაშა მთავარი როლი, რომელმაც დაიკმაყოფილა თავისი წყურვილი მსახიობების და გადამღები ჯგუფის წევრების ცხელი სისხლით.

ვამპირებზე მონადირე, ექსტრაორდინალური დოქტორი ვან ჰელსინგი აღმოსავლეთ ევროპის მისტიურ რეგიონში მიემგზავრება, რათა დაამარცხოს დიდი სამეული - გრაფი დრაკულა, მგელ-კაცი და ფრანკენშტეინის ურჩხული. ვან ჰელსინგს უშიშარი ანა ეხმარება, ოჯახის მემკვიდრე, რომელიც თავდადებით ცდილობს გრაფის დაჭერას და განადგურებას.