გაო სოფლის სკოლის მასწავლებელია, მას უზომოდ უყვარს მოსწავლეები და საკუთარი საქმე. მოულოდნელად მას ავადმყოფი დედის გამო წასვლა უწევს.ქალაქის მერი კი მხოლოდ 13 წლის გოგონას ნახავს მის შემცვლელად. გაო გოგონას ათ იუანს ჰპირდება თუ მისი არყოფნის დროს არც ერთი მოსწავლე არ მიატოვებს სწავლას, მაგრამ მალე ზუსტად ეს ხდება.
მას შემდეგ რაც მზაკვარი და გამომგონებელი ჰიუგო მოახერხებს გარდაცვლილი მამის მიერ დატოვებული იდუმალი მექანიზმის საიდუმლოს ამოხსნას, ის იწყებს მოგზაურობას, რომელიც შეცვლის გარშემომყოფებს და მიიყვანს უსაფრთხო და ლამაზ ადგილას, რომელსაც ის სახლს უწოდებს.
გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკური ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან.