ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.
რობერტ ლენგდონი მისტიურ სიმბოლოს იძიებს, რომელიც მოკლული ფიზიკოსის სხეულზე იპოვეს ამოტვიფრული. იგი "ილუმინატის" სახელით ცნობილი ძველისძველი საიდუმლო საძმოს ხელახალი გაჩენის დაუჯერებელ ნივთმტკიცებულებას აღმოაჩენს, რომელიც ყველაზე ძლიერი იატაკქვეშა ორგანიზაციაა კაცობრიობის ისტორიაში...
უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა.
საშინელი ლეგენდები დადის უზარმაზარი სასახლის შესახებ, რომელიც გორაზე დგას. სწორედ მას ირჩევს თავისი ექსპერიმენტების ჩასატარებლად ექიმი მაროუ, მისი კვლევის მთავარი საგანი სიზმარია.