ვიეტნამში, ომის დროს, სპეცაგენტი მიემგზავრება მდინარით კამბოჯაში, რათა მოძებნოს და მოკლას ჭკუიდან ნახევრადშეშლილი პოლკოვნიკი, რომელმაც შორეულ რაიონში ძალადობის მაგვარი საკუთარი სამეფო შექმნა. გზაში ჩვენ ვხედავთ ომის საშინელებათა თითქმის სიურეალისტურ სამყაროს.

ახალგაზრდა განგსტერი როჟე სარტე გაქცევას ახერხებს, როდესაც ის სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაჰყავთ. სიცილიური კლანის მეთაურის, ვიტორიო მანალეზეს დახმარებით, ყველაფერი კარგად წარიმართება. როჟე მას მსხვილი ძარცვის განსახორციელებლად სჭირდება. კლანი რომში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ძვირფასეულობების გატაცებას გეგმავს.

ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.