მატადორმა დიეგომ ორი გოგონა მოკლა, რადგან ხართან ბრძოლის დროს დაშავდა და არენაზე ვეღარ გამოდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა ადვოკატმა, რომელსაც მკვლელობის სურვილი ახრჩობდა, ორი მამაკაცი მოკლა. მისი ოცნება დიეგოსთან ერთად სიკვდილია. მაესტროს მოსწავლე, რომელიც მამის გარეშე საშინელ დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ მკვლელობებს საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ პოლიციას მისი არ სჯერა.

ფილმის მთავარი გმირი – პოპულარული რადიოშოუს წამყვანია. ერთხელაც ის მიიღებს თავისი მეგობრისგან, გამომცემლისგან, 14 წლის პიტ ლოგანდის ხელნაწერას, რომელშიც იმაზეა მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ მას სადისტი მშობლები. პიტი ნუნის გადაცემების დიდი თაყვანისმცემელია, და მალევე ის თვითონ დაამყარებს კონტაქტს რადიოწამყვანთან, ისინი დაიწყებენ ტელეფონით აქტიურ ურთიერთობას.