კალიფორნიაში წასული ამირი, რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლიურ ავღანეთში ბრუნდება. ის ცდილობს ძველ მეგობარ ჰასანს, შვილის ხიფათისგან დახსნაში დაეხმაროს.

დრამა ტეხასელი კონგრესმენის ჩარლი უილსონის ავღანეთთან ფარული გარიგებების შესხებ, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ავღანელი აჯანყებულების დახმარებას გაუთვალისწინებელი და გრძელვადიანი შედეგი მოჰყვა.

90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.