დიდი დეპრესიის პირველ წლებში სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაზე ძალზედ გართულდა. მეკობრეთა დაუმთავრებელი თავდასხმების გამო ყველა იძულებული გახდა მცველი ყოლოდა. ამ საქმეში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა პორკო როსო.
უმუშევარი პროვინციელი ახალგაზრდა ამერიკის გულში - ნიუ-იორკში ხვდება და მაშინვე იწყებს მუშაობას ჰადსაკერის კორპორაციაში. ზუსტად ამ დროს ჰადსაკერი ფანჯრიდან ხტება, დირექტორთა საბჭო კი, მას ახალ თავმჯდომარედ ირჩევს.
უდედოდ გაზრდილი ორი დისთვის ერთმანეთი აღარ არსებობს.
ზვიგენთა მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილი, ოსკარი, დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა.
ბეტი არასოდეს ტოვებს საყვარელი საპნის ოპერის არც ერთ სერიას. მისი ქმარი მანქანებს ყიდის, თან ფულს ტეხავს, ამიტომ დაქირავებული ქილერები მას მოკლავენ. ბეტი შოკირებულია მომხდარით და გადაწყვეტს საყვარელი სერიალის მთავარი პერსონაჟი მოძებნოს, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.
სამი ბავშვი დაიქირავებს დაბალ ბიუჯეტიან მცველს მოთამაშე ჩხუბისთავებისგან დასაცავად, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ის არის უსახლკარო მათხოვარი და ქურდი, რომელიც ეძებს ნაღდ ფულს.