რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.

ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

ტომასი 16 წლისაა, მას ჰყავს აუტისტი უფროსი ძმა, ფეხმძიმე დედა და სამხედრო მამა. ოჯახი ცოტა ხანია რაც ახალ ადგილზე გადავიდა საცხოვრებლად. ტომასს ჯეკი მოსწონს, გოგონა რომელთან ერთადაც ცურვაზე დადის. მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება.