რეჟისორ სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებული ფილმი "ძაღლების შუადღე" ეფუძნება რეალურ ისტორიებს. ალ პაჩინო თამაშობს მძარცველს, რომელიც ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბანკის ძარცვისას მძევლებს აიყვანს.

უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.

ატომურ ელექტროსადგურზე, სიუჟეტის კეთების პროცესში ხდება კატარსტორფა. ჟურნალისტები მოვლენებს მაშინვე იღებენ და ცდილობენ ეთერში მასალის გაშვებას. თუმცა მათ წინ გავლენიანი ხალხი ეღობება, რომელთაც ავარიისადმი უმნიშვნელო სტატუსის მინიჭება სურთ.