ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.
ვიეტნამში, ომის დროს, სპეცაგენტი მიემგზავრება მდინარით კამბოჯაში, რათა მოძებნოს და მოკლას ჭკუიდან ნახევრადშეშლილი პოლკოვნიკი, რომელმაც შორეულ რაიონში ძალადობის მაგვარი საკუთარი სამეფო შექმნა. გზაში ჩვენ ვხედავთ ომის საშინელებათა თითქმის სიურეალისტურ სამყაროს.
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.
პროვინციელი გოგონა ანდრეა ოცნებობს,რომ ჟურნალისტი გახდეს.იგი მსოფლიოსი ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობს.გოგონა ამ ყველაფერზე კი ოცნებობდა,მაგრამ მან არ იცოდა რისი გავლა მოუწევდა.